Sunday, June 9, 2024

კლასის დამრიგებლის ანგარიში

 

სსიპ ქ.  ახმეტის #2 საჯარო სკოლის  მე-7 -ა კლასის დამრიგებლის

                             წლიური ანგარიში

                                2022-2023  ს.წ.

    დამრიგებელი: ეთერ ყოჩიაშვილი

  2022-2023 ს.წელს კლასში ირიცხებოდა 18 მოსწავლე, 2 მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში დარჩა 16 მოსწავლე , 8 ბიჭი  და 8  გოგონა, ერთი მოსწავლე- დათო გერგიშვილი არის ინკლუზიური.  წლის ბოლოს  მარიამ  ომარაშვილიც  დაემატა ამ ჯგუფს.

      სასწავლო წელი დავიწყეთ მოტივირებულად. ყველა ბავშვს  დავურიგე   სახელმძღვანელოები, ერთობლივად  შევადგინეთ  კლასის წესები  და მთელი წლის  მანძილზე მოვუწოდებდი  მათ დაცვას.ბავშვებთან და მშობლებთან  მაქვს  მეგობრული  დამოკიდებულება. მთელი წელი  ჩართული ვიყავით  სკოლის  აქტივობებში.

    კვირის  ბოლოს  ვატარებდით  კლასის  საათს. განვიხილავდით  ასაკის  შესაბამის  საკითხებს  მეგობრობაზე, ტოლეტანტობაზე, სხვისი ნივთებისა და სასკოლო  ქონების  გაფრთხილებაზე.  ვმართავდით  დისკუსიებს.

    სასწავლო წლის დასაწყისში მოვინახულეთ  კვეტერის  ციხესიმაგრე. გავეცანით  მის ისტორიას მშობლებთან  ერთად  ჩავატარეთ მხიხრული  სტარტები.

   სასწავლო წლის ბოლოს  მშობლების  აქტიურობით და  დახმარებით  მოვაწყეთ ექსკურსია: ახმეტა- ყვარელი- ყვარლის ტბა- ნეკრესი- ახმეტა.ბავშვებმა და  მშობლებმა  არაფორმალურ  გარემოში  მხირული  და ლამაზი  დღე  გაატარე.

     წლის ბოლოს  მოვაწესრიგეთ  საკლასო ოთახი  და მერხები.

     სადამრიგებლო კლასში  2022-2023 ს. წლის გაწეული  მუშაობა  დაგეგმილი  იყო  ესგ-ს  მოთხოვნების  შესაბამისად.